ცვლილებების მართვა
ორგანიზაციის განვითარება და HR სტრატეგია; საქმიანობის სტრატეგიები; ბიზნეს ოპერაციების & პროცესების რესტრუქტურიზაცია; მენეჯმნეტის სისტემის რესტრუქტურიზაცია
ბიზნეს გამოწვევა
„ექსპო ჯორჯია” ერთადერთი საგამოფენო ცენტრია საქართველოში და აგრეთვე ერთ-ერთი წამყვანი ცენტრი კავკასიის რეგიონში. კომპანია ორგანიზებას უწევს გამოფენებს, სხვადასხვა სახის კონფერენციებს, კონგრესებსა და ღონისძიებებს.
პროექტის მიზანი იყო „ექსპო ჯორჯია“-ს ორგანიზაციული შესრულების ხარისხის შეფასება და ბიზნეს მოდელის შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფდა ეფექტურ ოპერაციებს, ჩამოუყალიბებდა ეფექტური გაყიდვების მიდგომას და დააკმაყოფილებდა „ექსპო ჯორჯია“-ს სამომავლო განვითარების გეგმებს.
GEC-ის გუნდმა ჩაატარა ორგანიზაციის დიაგნოსტიკა, ჩამოაყალიბა რესტრუქტურიზაციისთვის საჭირო გადაწყვეტილებები, შექმნა სამოქმედო გეგმა ცვლილებების განსახორციელებლად და დახმარების გაუწია ექსპოს გუნდს ცვლილებების განხორციელების პროცესში.
გამოსავალი
- მოხდა იმ გადაწყვეტილებებისა და დაგეგმვის პროცედურების იდენტიფიცირება, რომლებიც არ ეყრდნობოდა კვლევებს, რამაც განაპირობა ახალი – პროდუქტის განვითარების დეპარტამენტის შექმნა
- შემუშავდა გაყიდვების გუნდის ახალი სტრუქტურა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს გაყიდვების წარმომადგენლებს გაყიდონ შოუების პორტფოლიო და ფოკუსირება მოახდინონ ცალკეულ შოუებზე, გაყიდვებიოს ჩემპიონთა როლის დანერგვით
- გამოიკვეთა ბიზნესის 3 ძირითადი ხაზი: გამოფენა, ღონისძიება, ქირა, და მათთვის შევიმუშავეთ სხვადასხვა სტრატეგიული მიდგომები
- განახლდა ორგანიზაციული სტრუქტურა
- განვითარდა გაყიდვების ახალი მიდგომა
- შემუშავდა პოლიტიკა და პროცედურები, რომელთა გამოყენება დაიწყეს განყოფილებებმა
- შემუშავდა და ჩაიშვა გადახდისა და ბონუსის სისტემა.
შედეგი
„ექსპო ჯორჯია“-მ გაიარა რესტრუქტურიზაციის პროცესი და პირველი წლის ბოლოს აჩვენა შემდეგი შედეგები:
- 50%-იანი ზრდა გაყიდვებში;
- 16% ხარჯების შემცირება.