აქ ნახავთ კონსულტანებს, რომლებსაც აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება სხვადასხვა სფეროში. დაჯავშნეთ შეხვედრა და მიიღეთ პროფესიული მხარდაჭერა.

გიორგი სიმონგულაშვილი
GEC-ის პარტნიორი
გიორგის აქვს 20 წლიანი აღმასრულებელი მენეჯმენტისა და კონსულტაციის გამოცდილება ბიზნესის განვითარების, სტრატეგიის, ორგანიზაციული განვითარებისა და კორპორატიული მუშაობის გაუმჯობესების მიმართულებით. ნახე მეტი

ეკა ქათამაძე
GEC-ის პარტნიორი
ეკა გამოცდილი ორგანიზაციული განვითარების ექსპერტი და ბიზნეს ანალიტიკოსია. ის სამთავრობო, ფინანსურ, საკონსულტაციო და განათლების სექტორებში 24 წელზე მეტია მოღვაწეობს. 10 წელზე მეტია მუშაობს ბიზნეს-საკონსულტაციო მიმართულებით. ნახე მეტი

ჩინგიზ კანაპიანოვი
GEC-ის პარტნიორი (ყაზახეთი)
ჩინგიზს აქვს 20 წელზე მეტი გამოცდილება საერთაშორისო განვითარების, მმართველობისა და სტრატეგიის სფეროში ყაზახეთსა და ცენტრალურ ევრაზიაში. ჩინგიზი არის საბჭოს წევრი სხვადასხვა წამყვან ორგანიზაციაში. ნახე მეტი

თამარი სიმონგულაშვილი
GEC-ის პარტნიორი
თამარს აქვს 15 წლიანი საკონსულტაციო გამოცდილება ადამიანური რესურსების მართვისა და ორგანიზაციის განვითარების საკითხებში. აქვს 5 წელზე მეტი ტრენინგების ჩატარების გამოცდილება. ნახე მეტი

ირაკლი მიზანდარი
GEC-ის უფროსი ბიზნეს კონსულტანტი
ირაკლი მუშაობს ორგანიზაციული და სტრატეგიული განვითარების მიმართულებით, აქვს 4 წლიანი გამოცდილება ენერგეტიკის სექტორში, ფინანსურ და მდგრადობის ანალიზისა და მარეგულირებელ საკითხებში. ნახე მეტი

რევაზ ბაკურაძე
GEC-ის უფროსი ბიზნეს კონსულტანტი
რევაზს აქვს 11 წლიანი გამოცდილება ბიზნეს პროცესებისა და ინფორმაციის ნაკადების ანალიზის, სტრუქტურირებისა და ოპტიმიზაციის, ორგანიზაციული, ოპერატიული და ფინანსური დაგეგმვისა და ბიუჯეტირების საკითხებში. ნახე მეტი

ალექსანდრე ჭელიძე
GEC-ის ბიზნეს კონსულტანტი
ალექსანდრეს აქვს 8 წლიანი გამოცდილება სტრატეგიული დაგეგმვის, ორგანიზაციული დიზაინის, ბიზნესის ზრდის, რესტრუქტურიზაციის, HRM სისტემის ოპტიმიზაციისა და ბიზნეს პროცესის გაუმჯობესების მიმართულებით. ნახე მეტი