ალექსანდრე ჭელიძე

გამოცდილების სფერო

ორგანიზაციული განვითარება
ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაცია
საქმიანობის გაუმჯობესება
ადამიანური რესურსების მართვა

სამუშაო ენა

ქართული
ინგლისური

კონსულტანტის პროფილი

  • 8 წლიანი საკონსულტაციო გამოცდილება საჯარო და კერძო სექტორის ორგანიზაციების ტრანსფორმაციაში სტრატეგიული დაგეგმვის, HRM სისტემის ოპტიმიზაციისა და ინოვაციური ბიზნეს პროცესის დანერგვისა და გაუმჯობესების გზით;
  • აღმასრულებლებისა და ჰოლდინგების სანდო მრჩეველი ბიზნესის განვითარების, რესტრუქტურიზაციისა და ზრდის გადაწყვეტილებების მიმართულებით;
  • სამთავრობო დაწესებულებების მრჩეველი სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის ადმინისტრირებაში;
  • ხელმძღვანელობდა ბიზნესის მოთხოვნების შემუშავებას ელექტრონული სწავლების სისტემების პროცესების ავტომატიზაციისთვის, ოპერაციების გამარტივებისა და პროდუქტიულობის ამაღლებისთვის;
  • მკვლევარი თვისებრივი და რაოდენობრივი მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის დიდი გამოცდილებით;
  • ლექტორი პრესტიჟულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლების ხუთ წლამდე გამოცდილებით და პროფესიული სწავლების (ტრენინგების) ჩატარებით;
  • TedxTbilisi-ის სპიკერი თემაზე „ბიზნეს პროცესები, როგორც გურული სიმღერა“, რომელმაც შთააგონა აუდიტორია თავისი შემოქმედებითი შეხედულებებით.

დაჯავშნე შეხვედრა ალექსანდრე ჭელიძესთან